|
2022-06-21 10:36:12, 1668 ნახვა
პოლიტიკა
გოშიევსკა - ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!
ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს,- ასე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგორზატა გოშიევსკა. გოშიევსკას თქმით, ხალხის რუსთაველზე ყოფნა, ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტური იყო, ახლა კი ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. „ქართველებო! დღეს თქვენი რუსთაველზე ყოფნა, თქვენი ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ. დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა. დახ, ქვეყანა ოლიგარქიულია. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია. ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს. ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს! როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები“,- წერს გოშიევსკა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)