|
2022-06-21 00:24:54, 1180 ნახვა
პოლიტიკა
აქცია შინ ევროპისკენ, ბათუმში და ზუგდიდშიც გაიმართა
აქცია – „შინ, ევროპისკენ“ დღეს, 20 ივნისს გაიმართა ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ბათუმში გამართულ აქციაზე მოსახლეობას მიმართეს ლექტორებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, უფლებადამცველებმა და სტუდენტებმა. „მესმის მოსაზრება და ამან არაერთხელ გაიჟღერა, თითქოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს იმის გამო, რომ აქ შუაშია გეოგრაფია. ეს არ არის ასე, ეს არის უდიდესი ტყუილი. 2007 წელს, როცა ბულგარეთი და რუმინეთი გახდნენ ევროკავშირის წევრები, შავი ზღვა გახდა ევროკავშირის ზღვა. ყველა დონის შეხვედრაზე საქართველოს ყოველთვის მოიაზრებდნენ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას. ევროკავშირს ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ შავი ზღვის ამ უნიკალური გარემოს შენარჩუნება და მისი რესურსების მდგრადი მართვა საქართველოს ჩართულობით უფრო ეფექტურად განხორციელდებოდა. - ციტირებს "ბათუმელები" არჩილ გუჩმანიძეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას განცხადებით, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუკი არ გვექნება ევროპული ტიპის მმართველობა. მისივე თქმით, ევროპა მზადაა საქართველოს მისაღებად დიდ ევროპულ ოჯახში, თუმცა ახლა თავად ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები საამისოდ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)