|
2022-06-20 22:01:15, 1184 ნახვა
პოლიტიკა
ნინო დანელია - ჩვენი ვალია რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ აქაურობას, რადგან ისინი არიან კრემლის მონები
ვიცავთ ისტორიას, ეროვნულ ღირსებას, ქართველობას,- აცხადებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას მედია ექსპერტი ნინო დანელია. მისივე თქმით, ქართველობა არასდროს ყოფილა სილაჩრე და მოძმე ერის საერთო მტერთან მიტოვება. "ჩვენ აქ ყველანი შევიკრიბეთ ერთი მიზნისთვის - ვიცავთ ისტორიას, ეროვნულ ღირსებას, ქართველობას, იმიტომ რომ ქართველობა არასდროს ყოფილა სილაჩრე და მოძმე ერის საერთო მტერთან მიტოვება. არასდროს ვტოვებთ მარტო დაჩაგრულ ადამიანებს. ყოფილა საქართველოში ისეთი დღეები რომ უფსკრული გახსნილა, მაგრამ არასდროს არ დამთავრებულა ეს ოლიგარქის გამარჯვებით. ქართული ტრადიცია არის, როდესაც ბოროტება წააგებს სიკეთესთან. გადამწყვეტ ფაზაშია ჩვენი ბრძოლა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ზუსტად ისე, როგორც უკრაინას არ აქვს დანებების უფლება, არც საქართველოს აქვს დანებების უფლება. ოლიგარქს არ უნდა ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ვინ ჰკითხავს მას? ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენი ვალია რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისფლებას, რადგან ისინი არიან კრემლის მონები. დადგება ის დღე, როდესაც მართლა მრავალფეროვანი მოქალქეები ისევ შევიკრიბებით და ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას,"- აცხადებს დანელია. პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)