|
2022-06-20 21:42:09, 1090 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისის მიმართვა - დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკეკებს, მოახდინეთ საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ
დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკეკებს, მოახდინეთ საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ,- ასე მიმართა ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეკრებილ ქართველ ხალხს. პავილიონისის თქმით, ეს არ არის გზის დასასრული, პირიქით ეს გზის დასაწყისია. „ძვირფასო ქართველებო დღეს ჩვენ თვქენს გვერდით ვართ. ვიცით, რომ იმდეგაცრუებულები ხართ მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, პირიქით ეს გზის დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გაცსა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკების დასაწყებად. ეს ჩვენ 2 წლის შემდეგ გავაკეთეთ, გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც მოითხოვდა ბრიუსელი. ახლა თქვენ გაქვთ საგზაო რუკაც, 19 აპრილის შეთანხმება, რომლიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, ის 6 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკეკებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)