06:09 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 12:55:08, 968 ნახვა

ეკონომიკა
Skytrax-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი აღიარება მიანიჭა

საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა.

Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში რიადის, ნიუ-იორკის, დამამის, სიეტლის, კასაბლანკას, სოლტ ლეიკ სითის, ადის აბაბას, ბერლინისა და ნურ-სულთანი აეროპორტები მოხვდნენ. (https://www.worldairportawards.com/worlds-most-improved-airports-2022/) 

2021 წელს Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის მიერ გამოვლენილ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში, უკვე მერვე წელია ზედიზედ ხვდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics