18:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 12:50:53, 1482 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - ზელენსკიმ ბელარუსის მხრიდან შემოჭრის საფრთხესთან დაკავშირებით, შემოწმების ჩატარების ბრძანება გასცა

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მხრიდან ახალი შემოჭრის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ოთხ ოლქში მზადყოფნის შემოწმების ჩატარების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსიი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს სრული ინფირმაცია ბელარუსის საზღვართან არსებული მდგომააარეობის შესახებ.

 "ყველა ჩართულმა ორგანომ თავისი შეფასება გასცა - რა ხდება იქ, რა მდგომარეობაშია ამჟამად ბელარუსის არმიაში, რამდენი რუსი სამხედროა იქ, რა გეგმები აქვთ. ყველა ეს საკითხი ჩვენი პრეზიდენტის კონტროლს ექვემდებარება და ამ საკითხზე გუშინ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. და მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.შედეგად, გაცემულია ბრძანება, რომ მოხდეს ამ მზადყოფნის შემოწმება ოთხ ოლქში იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განმეორებითი გამოწვევები შეგვექმნება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა დაბილოვმა.

 ოლექსი დანილოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ რეგიონები ჩატარდება შემოწმება.  ბელორუსს  უკრაინის 5 ოლქი ესაზღვრება: ჩერნიგოვი, კიევი, ჟიტომირი, რივნე და ვოლინი.

 შეგახსენებთ, რომ ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა გ წვრთნები - სულ მცირე 25 ივნისამდე გაახანგრძლივეს.მანამდე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის საზღვარზე ჯარების ოპერატიული სარდლობის შექმნის ბრძანება გასცა. პრეზიდენტს სურდა რუსული S-400-ების და ისკანდერების შესყიდვა, ასევე "სახალხო მილიციის " შექმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics