18:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 19:31:48, 1195 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანას, დღევანდელი დღე არავისთან შეჯიბრი არ იყო

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. ეს არის რიგითი მოქალაქეების გამოხატულება და არა ჩემი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ზურაბიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებოდნენ. 

"აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. ეს არის რიგითი მოქალაქეების გამოხატულება და არა ჩემი. მე აქ პრეზიდენტი არ ვარ, ზოგჯერ ეს ერთ ან მეორე მხარეს ავიწყდება. მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. და სანამ შევძლებ სადაც ვარ იმ ადგილიდან და თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს განხორციელდეს. მე არ ველოდებოდი რომ პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებოდნენ, ამას არც ველოდებოდი, ეს არის რიგითი მოქალაქეების შეკრება. სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე ან მეორეზე.

ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ჩამოყვანას და აქტივისტები შეკრებას ეს არის გამოხატვაა თავისუფლების ერის, თავისუფლების ხედით. ეს უნდა ვისწავლოთ და ნელ-ნელა ვისწავლით. მნიშვნელოვანია ამას ხელი არ შეუშალოს. დღევანდელი დღე არავისთან შეჯიბრი არ იყო.",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის მოედნანზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics