|
2022-06-15 11:56:55, 956 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - გერმანიამ „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაცია გადაიფიქრა, რათა პუტინი არ გაებრაზებინა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gazprom Germania-ს სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ განერისხებინა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, შოლცი შეშფოთებულია, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გამწვავება რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის რუსული გაზის იმპორტთან დაკავშირებით. მაგრამ “გაზპრომ გერმანიის” ფინანსური მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს გამოყოს 10 მილიარდ ევრომდე. სესხი მიზნად ისახავს “გაზპრომ გერმანიის” ფინანსების სტაბილიზაციას და მიწოდების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეზღუდა. “ამ მიდგომით, ფედერალური მთავრობა ინარჩუნებს თავის გავლენას კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამ ნაწილზე და ხელს უშლის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმოქმნას”, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში. ჯგუფი გერმანიის უმსხვილეს გაზის საწყობს ფლობს და ლონდონსა და სინგაპურში გლობალური სავაჭრო გუნდი ჰყავს. გარდა იმისა, რომ ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ერთ-ერთი წამყვანი მოვაჭრეა, იგი აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ოპერირებს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიურმა კონცერნმა “გაზპრომმა” განაცხადა, რომ იგი აღარ ფლობს გერმანულ “გაზპრომ გერმანიას”. სანქციებიდან გამოსაყვანად აქტივი ნაკლებად ცნობილ კომპანიას გადაეცა. გერმანიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, აპრილის დასაწყისში ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA) კომპანიის მეურვედ დანიშნა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)