|
2022-06-13 19:05:18, 1265 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილი საკუთარი თავის გადასარჩენად საქართველოსაც გაწირავს
დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა, რომელიც მზადაა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მსხვერპლად შესწიროს ქვეყნის მომავალი. - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ოცნება და ეს კაცი, ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს მათ შორის საქართველოსაც. "ივანიშვილის და მისი გარემოცვა როგორი უტიფარი ბოდვითი ტყუილებითაც არ უნდა შეეცადონ საკუთარი პოზიციების შეფარვას, საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ თურმე ევროპა და ამერიკა, მოლდოვისას - არა, მხოლოდ საქართველოსი, რამდენიც არ უნდა შეფუთონ ამ ტყუილებით სიმართლე, საქართველოსთვის მძიმე სიმართლე მდგომარეობს შემდეგში - დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა, რომელიც მზადაა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მსხვერპლად შესწიროს ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, უსაფრთხოება. ღიად დაუპირისპირდეს თავისუფალ სამყაროს, აშშ-ს, ევროპას და ამას ჩვენ ვხედავთ, ვისთან აქვთ მათ დაპირისპირება? ვის წინააღმდეგ მუშაობს ქართული ოცნებისა და ივანიშვილის პროპაგანდა, არა თუ პუტინის რუსეთის ანუ ჩვენი მტრების, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, მათ ამხელენ და ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და დააბნიონ ამ ბოდვით, როცა სიმართლე არის ბევრად მძიმე. ეს ხალხი, ეს კაცი, ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს მათ შორის საქართველოსაც. ეს ვითარება გვაქვს დღეს შესაცვლელი და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება რომ საზოგადოების ის ნაწილიც კი შეიყვანონ შეცდომაში. ეს საგიჟეთი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც დრო გავა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)