20:55 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 18:37:53, 1487 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გაერთიანებული ძალები - მებრძოლებმა დონბასში სამი სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში 3 სოფელი გაათავისუფლეს. - განაცხადა გაერთიანებული ძალების სპიკერმა.

მისივე თქმით, მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელნი დარჩებიან.

"ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელნი დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს დამპყრობლებს დონბასში გარკვეული მიმართულებებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ თავს, არამედ თანდათან წინ მიიწევენ. ასე რომ, ახლახან ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს დონეცკის რეგიონის სამი სოფელი და ფრონტის ნაწილი 15 კმ-ით გადაიტანეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics