23:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 13:40:28, 1128 ნახვა

პოლიტიკა
ხელაშვილი - ივანიშვილის და მისი პარტიის ხელმძღვანელობით მოხდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯის მიღწევა

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება თითიდან გამოწოვილი თემაა. არსებობს გარკვეული პრაქტიკული დაბრკოლებები, რომელიც მას ხვდება, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, ვინაიდან თუ ვინმე ევროკავშირში ამ პირობებით, ამ გზით მიდის და ამას მოითხოვს, პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს, არ არის სწორი და ყველანაირი ზნეობრივი ნორმის დარღვევა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირი დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯის მიღწევა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სანქციების ასე დაჟინებით მოთხოვნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე გარეთ, ეს ემსახურება ისევ და ისევ იმ მიზანს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე და შემდეგ გამოყენებულ იქნას არეულობის მოსაწყობად, რაც ჩვეულებრივი ხელწერაა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალების“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics