21:49 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 16:58:45, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პირველმა ლედიმ ლიტვაში ლტოლვილთა ცენტრი გახსნა

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში უკრაინელი ლტოლვილებისათვის  ცენტრი გახსნა.

უკრაინელ ლტოლვილებს საშუალება ექნებათ ცენტრს დახმარებისა თუ საკომუნიკაციო საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმართონ.

„ჩვენ გვინდოდა, რომ უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ ლიტვაში ჩასულიყვნენ, ნამდვილი მშობლიური ადგილი ჰქონოდათ. ასე რომ, ცენტრი იქნება ის ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მიმართვა ნებისმიერ საკითხზე – დახმარებაზე თუ კომუნიკაციაზე. აქ სწავლა, თავისუფალი დროის გატარება, კულტურულ ღონისძიებასა თუ საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობა“, - განაცხადა ზელენსკამ, რომელიც ცენტრის გახსნას კიევიდან ვიდეოზარის საშუალებით დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics