|
2022-06-10 22:18:39, 1237 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიულმა ოპოზიციამ პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ აუხდეს ოცნება
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიულმა ოპოზიციამ პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ აუხდეს ოცნება. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში, ზეწოლა მედიაზე და პროდასავლური კურსიდან შესამჩნევი გადახვევა იყო თემები, რომლებზეც ამერიკელმა დიპლომატმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. "არაფერი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი გარდა ჩვენი ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური კურსისა, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გამო და დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა აუხდეთ მათი ოცნება. ოცნება, რომელიც ნამდვილად არ გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ რომ გუშინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)