|
2022-06-10 17:44:30, 1111 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას დავიცვა კანდიდატურა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ კანდიდატურა ეფექტურად დაიცვას. როგორც ზურაბიშვილმა მიმართვაში დასძინა, ის იტალიის შემდეგ ჩავიდა ბრიუსელი, რათა ბოლო ძალისხმევა არ დაეშურებინა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატურა დაეცვა. "მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)