|
2022-06-10 10:12:32, 1177 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილი ზეწოლას შეეგუა, მისი სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის
ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში - ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის საბქციების დაწესებაზეა საუბარი. ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის მიდგომა საქმისადმი არის მაქსიმალურად მშვიდი, აკადემიური და ის "ზეწოლას შეეგუა". "ეს სიმშვიდე ჩვენზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. მეჩვენება, რომ ვინც ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი, განმახორციელებელი ან ორგანიზატორია,ჩემი აზრით მან შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ჩვენ ვფიქრიბთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ აუცილებლად ბოლოში გავალთ და გვაქვს საქმეზე პროგრესი ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურეს მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში" - ამბობს ვიქტორ ყიფიანი. შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელისათვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეა საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)