|
2022-06-09 19:05:49, 1034 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით
სააკაშვილთან შეხვედრა, ბუნებრივია, შეეხებოდა სასამართლოს მიმდინარეობას და მას გავაცანი სიახლეები, მათ შორის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებითაც. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძმემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით. "სააკაშვილთან შეხვედრა, ბუნებრივია, შეეხებოდა სასამართლოს მიმდინარეობას და მას გავაცანი სიახლეები, მათ შორის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებითაც. ამასთან, ის ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ ძალიან დიდი ზიანის გამოსწორებას, რომელიც მიადგა საქართველოს, სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და სჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრების არა ლანძღვა და კრიტიკა, არამედ იმ ნაკლების და პრობლემების აღმოფხვრა, რომელზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიგვითითებენ... ევროპა თვალდახუჭული ბუნებრივია არ იქნება და ვერ იქნება საქართველოს მიმართ. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ამიტომ ცხადია, იყო სრულიად მოსალოდნელი ის, რაც მოხდა. ახლა მთავარია საქართველომ როგორც სახელმწიფომ რაც შეიძლება ნაკლები ფასი გადაიხადოს იმ ძალიან მძიმე დარღვევებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჩაიდინა". - განაცხადა თუთბერიძემ. შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)