|
2022-06-09 18:23:39, 989 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - უკრაინისთვის იარაღის არ მიწოდებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ვიცავთ
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება. - განაცხადა თავდავცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის არ მიწოდებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესის დაცვა ხდება. "მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო და პირადად მე, ჩემი მინისტრობის პერიოდში ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, შესაბამისად უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ბურჭულაძეს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)