07:24 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:16:03, 504 ნახვა

საზოგადოება
ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენით სამუშაოებს   ატარებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად,  ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამტარის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსწყდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან ერთად სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საექსპლუატაციო გზა, განხორციელდა ავარიული მილსადენის დემონტაჟი,  ქვაბულში გაკეთდა სადრენაჟე არხი. ამ ეტაპზე,   მიმდინარეობს ქვაბულის გრუნტით შევსებისა  და  არსებული მილსადენის კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები.

აღდგენითი სამუშაოები  გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით ხორციელდება. 
დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოები, სავარაუდოდ, 25 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც სისტემაში გაეშვება სარწყავი წყალი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics