23:34 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 10:20:17, 1346 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დანიელ გერლიანი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის დანიელ გერლიანი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ნათესავები ავრცელებენ.

ნათესავების ცნობით, გერლიანი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა, თუმცა ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია, რომ ის წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, რომლის ოჯახიც აფხაზეთიდანაა დევნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დანიელის მამა ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ამასთან ომის დაწყების დღიდან, საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics