|
2022-06-08 21:43:14, 1141 ნახვა
პოლიტიკა
სირცხვილია - „შინ ევროპისკენ“ - 20 ივნისს რუსთაველზე აქცია გაიმართება
"შინ ევროპისკენ" ამ სახელწოდებით აქცია 20 ივნისს გაიმართება. - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიამ". მათივე თქმით, აქცია პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. "ივნისის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისი საქართველოს ისტორიაში სიმბოლური თარიღია, 2019 წლის წლის 20 ივნისიდან სამი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციის გამართვიდან, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის შემლახველ ფაქტს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა. ეს აქცია სასტიკად იქნა დარბეული. ეროვნული ღირსების დამცველ და ოკუპანტის გამგდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს საათების მანძილზე გამიზნულად ასახიჩრებდნენ, თხრიდნენ თვალებს და აყენებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დაზიანებებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)