|
2022-06-08 13:28:12, 954 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მხარდაჭერის გამოსახატად კიევს ესტუმრა
დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. , სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო.კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)