00:18 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 10:31:45, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მარიუპოლში დაღუპული 210 ჯარისკაცის ცხედარი დავიბრუნეთ

უკრაინამ მიიღო 210 დაღუპული სამხედროს ცხედარი, რომელთა უმეტესობა აზოვსტალის ქარხნის მცველი იყო. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს განცხადებით, პრეზიდენტის დავალებით, საკოორდინაციო შტაბი მუშაობს იმისთვის, რომ დაიბრუნონ ყველა დაღუპული და დატყვევებული. ამასთან არ აკონკრეტებენ იმას თუ როგორ მოიპოვეს ცხედრები.

„ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით მიმდინარეობს მარიუპოლის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების დაბრუნების პროცესი, დღემდე დაბრუნებულია 210 ჯარისკაცი. მათი უმრავლესობა. არიან აზოვსტალიდან“, - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინულ მხარესთან ერთად დაღუპული სამხედროების ცხედრების პირველი ორმხრივი გადაცემა მოხდა „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ, ამასთან რესპუბლიკამ აღნიშნა, რომ სანამ კიევი ფიქრობდა, დაეწყო თუ არა ეს პროცესი თუ არა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის  ხელისუფლება იძულებული გახდა გადაეწყვიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების ასზე მეტი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის  დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკრძალვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics