08:19 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 15:10:44, 1432 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათია თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ  წარუდგინა.

ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი არჩევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობისკენ იქნება მიმართული და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„პირველი მთავარი პრიორიტეტი არის ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა- ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება; მეორე- ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა თურნავამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics