03:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 13:13:31, 1527 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - სანამ ვიღაც ითხოვს „არ დამცირდეს რუსეთი“, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს

 

სანამ ვიღაც ითხოვს „არ დამცირდეს რუსეთი“, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

როგორც პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს, ასეთ ტერორისტულ აქტს უნდა მოჰყვეს მწვავე პასუხს ევროპის დედაქალაქებისგან.

"სანამ ვიღაც ითხოვს „არ დამცირდეს რუსეთი“, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლან. ყოველი ასეთ ტერორისტულ აქტს უნდა მოჰყვეს მწვავე პასუხს ევროპის დედაქალაქებისგან - ახალი სანქციები, მეტი იარაღი",- წერს პოდოლიაკი. 

ცნობისთვის, 5 ივნისს, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორ რაიონში სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქებები დნეპრისა და დარნიცკის რაიონებში მოხდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა დარტყმა კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics