|
2022-06-03 20:49:29, 1228 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - 100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა და ევროპის პასუხი უპრეცედენტო იყო
100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლმა. მისივე თქმით, ევროპის პასუხი უპრეცედენტო იყო. "100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა, ევროპის პასუხი კი უპრეცედენტო იყო. ჩვენ უნდა დავრჩეთ მტკიცედ და ერთიანად. მომავალ კვირას ევროპარლამენტი სტრასბურგში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს უმასპინძლებს, რათა განვხილოთ უკრაინისთვის ჩვენი შემდგომი დახმარების საკითხი. ევროპა წინ უნდა გაუძღვეს, ევროპამ უნდა მისცეს იმედი". - განაცხადა მეცოლმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)