|
2022-06-03 13:07:54, 1151 ნახვა
მსოფლიო
მედია, SWIFT-ი, ნავთობი- ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცების პროცედურა დაასრულა, სანქციების პაკეტი ოფიციალურად მიღებულად ითვლება.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავცრელებს. ევროკავშირის სანქციები გულისხმობს მოკავშირე ქვეყნების უარს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე 6 და 8 თვის თვის განმავლობაში. გარდა ამისა, სანქციები გულისხმობს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების ეტაპობრივ გაუქმებას, მილსადენის ნავთობის დროებითი გამონაკლისის გარდა. სანქციები ასევე გულისხმობს Sberbank-ის, Rosselkhozbank-ისა და მოსკოვის საკრედიტო ბანკის SWIFT-ისგან გათიშვას. ამასთან, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვას მოიცავს: „Россия РТР/РТР Планета“, „Россия 24/Россия 24“ და „Международный ТВ Центр“ სანქციების მეექვსე პაკეტში ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების საექსპორტო შეზღუდვებით. „უფრო მეტიც, ევროკავშირი გააფართოვებს საქონლისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალს, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში“, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში. გარდა ამისა, ახალი სანქციების პაკეტი შეიცავს პუნქტს „საკონსულტაციო მომსახურება“. იგი მოიცავს რუსეთში ბუღალტრული აღრიცხვის, PR და საკონსულტაციო სერვისების აკრძალვას. „ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვწყვეტთ რუსეთს შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ ვთიშავთ უფრო მნიშვნელოვან რუსულ ბანკებს SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემიდან. ასევე ვუწესებთ სანქციებს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ სისასტიკეში. რაც მოხდა ბუჩასა და მარიუპოლში, ვკრაძალავთ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად მონაწილეობენ პრეზიდენტ პუტინის სამხედრო პროპაგანდაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა. შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, 29 მაისს Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკომისია სთავაზობს ევროკავშირის ქვეყნებს უარი თქვან რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე, ამავდროულად გადადოს შეზღუდვები მის იმპორტზე მთავარი დრუჟბას მილსადენიდან.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)