|
2022-06-02 22:44:58, 1318 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში
ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. "არავინ გვთხოვს იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებზე მეტია, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, ძალიან ცოტაა ასეთი ქვეყანა დარჩენილი ევროპაში, სადაც პარლამენტში არ მიეცა საშუალება ზელენსკის, რომ გამოსულიყო სიტყვით. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობის?... თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს როგორც ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში. შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ პალიტრანიუსთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)