|
2022-06-02 16:49:21, 1168 ნახვა
სამართალი
თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა
15 წლის მოზარდს თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, არასრულწლოვან გ.გ.-ს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა თანატოლის მიმართ. „საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ხელთარსებული დანის გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დარტყმით სცადა 15 წლის ლ.ა.-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა”- ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში. დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. „კერძოდ, ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე”,- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 15 წლის გ.გ-მ ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)