|
2022-06-02 14:24:58, 1265 ნახვა
რეგიონი
ოთარ შამუგია სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ფერმერებმა, მიმდინარე წელს, შეღავათიანი აგროკრედიტით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით ისარგებლეს. „ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია. საუბარი გვქონდა ფერმერებთან, თუ რა საჭიროებები აქვთ და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ შემოდგომაზე კონკრეტული მხარდაჭერის პროექტი გვქონდეს, რომელიც ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და ჩვენი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი. მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 70,9 მლნ ლარის 4,305 შეღავათიანი სესხია გაცემული. სოფლის განვითარების სააგენტო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევარს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით. ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ხელმძღვანელმა, სოფო ახობაძემ აღნიშნა, რომ ცენტრი, სამინისტროს მხარდაჭერით, სამ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტები გულისხმობს ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გავრცელების ხელშეწყობას, ხორბლის თესვის ახალი ტექნოლოგიის დანერგვას და თესლმონაცვლეობის მიდგომის გამოყენებას, რაც ნიადაგის გამოფიტვას ამცირებს.
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)