12:15 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 13:59:50, 1537 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ძმებ დავით და გუგა კაკულიებს პატიმრობა შეეფარდა

ძმებ დავით და გუგა კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.

პროკურორის თამარ ყულიჯანიშვილმა განცხადებით, კაკულიებს ბრალად 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზეჯგუფურად ჩადელილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ.  ამასთან მისივე თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რადგან განზრახ მკვლელობის მცდელობა ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგაა მიმართული და მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

თამარ ულიჯანიშვილის განმარტებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება მიმართულია ადამიანების უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთა კი იმაზე მიუთითებს, რომ დაკავებულები კანონებს არ ემორჩილებიან. პროკურორის თქმით, ძმები საბრძოლო მასალასა და ცეცხლსასროლ იარაღს არა მხოლოდ ინახავდნენ, არამედ ატარებდნენ.

თავად დაკავებულებმა, ძმებმა დავით და გურამ კაკულიებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ძმებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics