|
2022-06-01 10:52:12, 1348 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - გერმანია ერთ მილიარდ ევროს გვაძლევს, რუსეთი კი დღეში ორს შოულობს
გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს აძლევს, რუსეთი კი დღეში 2 მილიარდს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კუთხით, დროა „ყველაფერი მოიჭრას“. "პრეზიდენტმა დღეს და ოფისის ხელმძღვანელმა, როგორც მისმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, შეაფასეს. უკრაინისთვის მეხუთე და მეექვსე პაკეტებს შორის 50 დღე მიუღებელია. ეს ბევრია. შოლცი ამაყად ამბობს: "ჩვენ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო უკრაინსთვის." ერთ დღეში რუსეთის ფედერაცია ნავთობიდან და გაზიდან 2 მილიარდს შოულობს, 50 დღე კი, უხეშად რომ ვთქვათ, 100 მილიარდია", - განაცხადა არესტოვიჩმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთმა 200 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამიტზე მიიღეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)