06:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 10:40:24, 1656 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრემიერი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა ძნელად შესამჩნევია რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზიდან  შესული მუდმივი შემოსავლების გამო, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

გარდა ამისა, მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას, კრეატიულობას და მთლიანად არის დამოკიდებული ენერგიაზე.

„მე ასევე მჯერა, რომ მომავალში, მაგრამ არც ისე შორს, ის (რუსეთის ეკონომიკა ) შეიძლება ასევე დაზარალდეს ნავთობის ფასებით და ეს იქნება უკიდურესად მტკივნეული დარტყმა“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამიტზე მიიღეს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics