|
2022-05-31 13:21:14, 1273 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, ორივე კატეგორიულად მოითხოვდა ევროკავშირის კანდიდატურას
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების" ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ ბრიუსელში ბოლო კვირების განმავლობაში, შეხვედრები ორი ოპოზიციური პარტიის წევრებთან ჰქონდა. კრამონის თქმით, ორივე პარტია „ლელოც“ და „საქართველოსთვის“ ითხოვდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. „ცნობისთვის, ბოლო კვირებში, ევროკავშირში ბრიუსელში შევხვდი საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას - „ლელოს“ და გახარიას „საქართველოსთვის“. ორივე კატეგორიულად მოითხოვდა ევროკავშირის კანდიდატურას, დემოკრატიული უკანდახევის მიუხედავად, რადგან "ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას",- წერს კრამონი. შეგახსენებთ, რომ მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომის პარტია" და უცხოელი ლობისტები არ კარგავენ იმედს და აქტიურად იბრძვიან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღება ვერ შეძლოს. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)