|
2022-05-31 10:26:50, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერი - უკრაინამ უნდა მიიღოს პირობები კანდიდატობისთვის, ვფიქრობ, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად
მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალასმა ევროკავშირის სამიტის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად განიხილება ამ სტატუსის მინიჭება პირველ რიგში უკრაინისთვის. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები - როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს.“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველო, რომელმაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარედგინა, პასუხს ივნისის ბოლოს ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)