|
2022-05-30 21:08:27, 994 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში, ივანა ფერნანდეს დუარტესთან. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის არსებულ თანამშრომლობას და მიმოიხილეს ქვეყანაში IFC-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები - საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა კერძო სექტორის განვითარებაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის როლს. შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ახალ რეგიონულ მენეჯერს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)