|
2022-05-30 17:33:16, 5207 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე კობახიძეს - რა უნდა ვუპასუხო გარდა იმისა, რომ რეგვენია
ახლა ყველა ერთად ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას მესამე პრეზიდენტთან და მათ დასკვნას. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ. მისივე თქმით, გარეგნული დათვალიერებით მესამე პრეზიდენტს უკეთესობისკენ ცვლილებები არ აქვს. "ახლა ყველა ერთად ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას მესამე პრეზიდენტთან და მათ დასკვნას, გარეგნული დათვალიერებით მესამე პრეზიდენტს უკეთესობისკენ ცვლილებები არ აქვს, რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9 500 პატიმარზე უარესია. ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიან: პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი. რა უნდა ვუპასუხო მას გარდა იმისა, რომ რეგვენია". - განაცხადა ხერხეულიძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)