|
2022-05-30 17:03:48, 940 ნახვა
პოლიტიკა
ნიკო კვარაცხელიას დედა - დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები
ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები. - წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა. მისივე თქმით, ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. "ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები(ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა შვილებო არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით." - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში შეგახსენებთ, რომ ძმები კაკულიები შესაძლოა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში იმყოფებოდნენ. 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)