|
2022-05-30 12:48:01, 764 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საქართველო უნდა ჩაერთოს საქმეში, რათა ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს
ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განაცხადებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს. როგორც ჰარცელმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, მთავარი დასკვნა იქნება ის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საქმეში და უზრუნველყოს ის, რაც საჭიროა, რათა ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს. "ველი რომ კომისიის შეფასება ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალ კვირაში მოხდეს, რის შემდეგაც იქნება განხილვა წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს იყოს ერთ თვეში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, იქნება ეს მოლოდინებზე ნაკლები, უფრო მეტი ვიდრე იმედი იყო, კონკრეტული პირობებით, თუ პირობების გარეშე, მთავარი დასკვნა იქნება ის, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საქმეში და უზრუნველყოს ის, რაც საჭიროა, რათა ევროკავშირში გაწევრიანება დამაჯერებელი გახდეს",- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)