10:00 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 11:51:21, 874 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან, “მრჩეველთა საბჭოს” ფორმატში, პირველი შეხვედრა გამართა

ზურაბ აზარაშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 
“მრჩეველთა საბჭოს” ამერიკაში მოღვაწე წევრებთან, ეპიდემიოლოგ თამარ ქვარცხავასთან და რადიოლოგ დიმიტრი ტვილდიანთან, ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. ამჯანდის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ექიმთა პროფესიული საბჭოს გაძლიერების მნიშვნელობასა და მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს. ისაუბრეს სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით. ექიმებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მ.შ. კახა შალიკაძე ესწრებოდნენ.

“მრჩეველთა საბჭოში” შემავალ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ  ექიმებთან შეხვედრა ამ კვირაშია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან იწყებს თანამშრომლობას. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში  „მრჩეველთა საბჭო“ შეიქმნა, რომლის წევრებიც  აშშ-სა და ევროპაში დასაქმებული, სხვადასხვა დარგის  წარმატებული მედიკოსები არიან. „მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება  სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.

საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics