|
2022-05-30 11:48:51, 582 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
27 მაისს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, „საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ წიგნად გამოცემას. მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა.
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)