08:27 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 10:19:37, 1353 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი - თანახმა ვართ, უკრაინის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი ვიყოთ

თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი ომის დასრულებისას, დიახ, პოლონეთი თანახმაა,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, პოლონეთის არმია საკმარისად ძლიერი გახდება, რომ რუსების „შეტევის შეეშინდეს.“

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება - დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, - განაცხადა დუდამ.

გამოცემის ცნობით, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა შეხედულება ამ საკითხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics