09:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 13:01:54, 826 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში მილიონზე მეტი ადამიანი გვყავდეს და არჩევნებში მონაწილეობდეს არ იღებდნენ

სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს ათასობით ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები და უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა.

"მნიშვნელოვანია მათი არჩევნებში მონაწილეობა. სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ დროა, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა.

ეს ასევე მისცემს საშუალებას, თან როდესაც არ ცხოვრობ საელჩოებთან ახლოს, არაა აუცილებელი გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია თავისი ყველა პრობლემებით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს დედაქალაქთან რომელიმე ქვეყანაში, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს ალბათ პოლარიზაციასაც ცოტა ქვემოთ დასწევდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics