10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 17:07:14, 1036 ნახვა

პოლიტიკა
კასპის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

კასპში 26 მაისის  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა  მერაბ კოსტავას სახელობის სკვერიდან დაიწყო, სადაც მისი ბიუსტია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს

მათივე თქმით, ღონისძიება ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან გაგრძელდა. მამა გიორგიმ  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საზეიმო ღონისძიება კი კულტურის ცენტრის მიმდებარედ გაიმართა, სადა მოწყობილი იყო თემატური გამოფენები.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცა და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“, სახელოვნებო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ქართლი“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლები.

ღონისძიება დაასრულა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, კულტური ცენტრში გამართა თემატური სპექტაკლი „მატარებელი“. 

ეს დღე ჩვენია!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics