|
2022-05-26 14:51:18, 1069 ნახვა
საზოგადოება
ლევან ჩიკვაიძე: „საქართველოს ფოსტა" რუსთაველზე წარმოდგენილია ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან
„საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლევან ჩიკვაიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ „საქართველოს ფოსტის" პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო. „საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! „საქართველოს ფოსტა" დღეს წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ასევე ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან. დღეს წარმოდგენილი გვაქვს საფოსტო დარგის განვითარების პროცესი - დაწყებული 1804 წლიდან 2022 წლამდე. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ევროპის მარკაც, რომლის კონკურსიც ყოველწლიურად ტარდება და წელსაც საქართველოს ორი მარკა აქვს წარდგენილი „პოსტ ევროპის" კონკურსზე", - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.
ამის გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის" სივრცეში ვიზიტორებს მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა და ვიდეოსტენდი დახვდებათ, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, QR კოდის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას. „საქართველოს ფოსტა" დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი სტენდი, ასევე მოძრავი საფოსტო ყუთი, საიდანაც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს," ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)