10:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 10:56:01, 1077 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ევროპულ გზაზე

ევროკავშირი ურყევი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე- ასე მოულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, საქართველომ ახლა გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე.

„მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი ურყევი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

ამ რთულ დროს, ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარობაში. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს.

3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ასახავს მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს. საქართველომ ისტორიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა. ახლა არის მომენტი, რომ საქართველომ გადამწყვეტად იმოქმედოს, რათა გამოავლინოს თავისი მონდომება ამ ევროპულ გზაზე.“- წერს ჰარცელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics