10:50 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 18:12:24, 1160 ნახვა

საზოგადოება
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწო.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.

„ჩვენს რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რაც მოქალაქეებს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოში განტვირთვისა და დროის სასიამოვნო გატარების შესაძლებლობას მისცემს. მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და მიხარია, რომ  ახლა ყველა თაობის წარმომადგენელი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდება - მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონები და სპორტული მოედანი. ასევე,  ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და  დაირგვება ხე-მცენარეები.  პროექტით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის და გარე განათების ქსელის მოწყობაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 680 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics