|
2022-05-24 17:40:37, 3465 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ომის დანაშაულების გამო კიდევ 8 რუსი სამხედროს იდენტიფიცირება მოახდინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ 8 რუსი სამხედროს იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებმაც კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკე ჩაიდინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იდენტიფიცირებულთა შორის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 5 სამხედრო მოსამსახურეა. ეჭვმიტანილებს ბრალი სულ 14 საქმის გამო ედებათ, მათ შორის: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, საცხოვრებელი შენობების დაბომბვა და დაწვა, ტყვეობა, წამება და ადამიანების მარნებში გამოკეტვა საკვებისა და წყლის გარეშე, ქურდობა და ა.შ. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ კიევის რეგიონის დროებითი ოკუპაციის დროს, დამპყრობლები შეიჭრნენ სოფელ მოტიჟინის წინამძღვრის სახლში. ქალი და მისი ახლობლები დროებით ბაზაზე გადაიყვანეს. ოჯახი აწამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტერობორონის მებრძოლების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას. ჯალათები შვილს დედის თვალწინ სასტიკად დასცინოდნენ, ფეხში ესროლეს. მაგრამ ინფორმაციის მიღების გარეშე, თავში გასროლით მოკლეს. აწამეს უფროსის ქმარიც. მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის 37-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის 36-ე გაერთიანებული არმიის მეთაურის ბრძანებით, დამპყრობლებმა მოკლეს კიდევ ერთი მშვიდობიანი ქალი. სიკვდილით დასჯის მიზეზი მისი მუქი ტანსაცმელი გახდა. მოკლული ჯარისკაცის მამა ტყვედ აიყვანეს და შებოჭილი ყავდათ. ე.წ „განმათავისუფლებლებმა" ასევე დააკავეს ორი მოხალისე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ მოტიჟინის მაცხოვრებლებს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, წაიყვანეს ტყეში გაიყვანეს, გაქცევა უბრძანეს და ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი მოხალისე თავის არეში გასროლით გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პატრიოტის“ ორი წევრის გარდაცვალება დოკუმენტირებულია. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი აწამეს და სიკვდილის შემდეგ რაშისტებმა დახვრიტეს მათი სხეულები. რუსმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთ მოქალაქეს ხელები შეუხვიეს და კვადროციკლზე მიაბეს, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირბილი აიძულეს. დაკითხვების, მოკვლის მუქარისა და ცემის შემდეგ რამდენიმე დღე კანალიზაციის ორმოში გაატარებინეს. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოკუპანტების ეს არაადამინაური მოპყრობა, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438 მუხლის ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა. სისხლის სამართლის საქმეზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის წინასწარი გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე კიევის სოლომენსკის სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა რუს სამხედრო ვადიმ შიშიმარინს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს არის პირველი ასეთი განაჩენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)