12:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 21:44:50, 1448 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერიის ორგანიზებით, სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა

სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა, რომლის ორგანიზტორი მერია იყო. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სკოლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა, ახალგაზრდებს, სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები  უსურვეს. ომარ ტაკიძემ, მილოცვასთან ერთად, ისაუბრა ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რათა მათი აქტიურობა და ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად ასახული.

საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 175 -მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 95 % ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული. 

კურსდამთავრებულებს, სკოლის დამთავრება მიულოცეს ასევე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics