18:24 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 14:01:33, 1412 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ბრიტანეთმა რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლის გაძლიერების მიზნით, სანქციები საავიაციო სექტორის წინააღმდეგ დააწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, სიაში შედის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აეროფლოტი, ასევე კომპანიები Ural Airlines და Rossiya.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა რუსული ავიაკომპანიები ვერ გაყიდიან თავიანთ გამოუყენებელ ადგილებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში, რაც რუსეთს დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის შოვნის საშუალებას არ მისცემს.

„სანამ პუტინი განაგრძობს ბარბაროსულ თავდასხმას უკრაინაზე, ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმას რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ უკვე დავკეტეთ ჩვენი საჰაერო სივრცე რუსეთის ავიახაზებისთვის. დღეს ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათ არ შეუძლიათ განაღდონ თავიანთი ხელსაყრელი ადგილები ჩვენს აეროპორტებში. თითოეული ეკონომიკური სანქცია აძლიერებს ჩვენს მკაფიო გზავნილს პუტინისთვის - ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics