|
2022-05-17 20:22:15, 1253 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები გვარამიაზე - სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაგრძელება ჟურნალისტების დაშინებისა და მუქარის
საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ტელეკომპანია მთავარის, ნიკოლოზ გვარამიას და მისი ორი თანამოაზრის მიმართ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას. - ამის შესახებ ინგორმაციას ევროპარლამენტის ძირითადი წევრები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოზე ავრცელებენ. მათივე თქმით, სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. " საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ტელეკომპანია მთავარის, ნიკოლოზ გვარამიას და მისი ორი თანამოაზრის მიმართ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულებებს. სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიაზე არაეთიკური თავდასხმის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები „რა“ არგუმენტებით შეხვდნენ. საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნის ვადაგადაცილებული სასამართლო რეფორმის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს და იმსახურებს. " - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის წევრები: ანდრიუს კუბილიუსი (EPP) შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამიას მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)